განსაკუთრებული გლობუსი - კვირის პალიტრა

განსაკუთრებული გლობუსი

ლოს-ანჯელესში 72-ედ გაიმართა ახალი ფილმებისა და მსახიობების "ოქროს გლობუსით" ყოველწლიური დაჯილდოება. ცერემონიაზე სასტუმრო "ბევერლი ჰილტონში" თითქმის ყველა სუპერვარსკვლავი შეიკრიბა. "საუკეთესო  დრამატული მსახიობი ქალი" ჯულიანა მური, ხოლო "საუკეთესო დრამატული მსახიობი მამაკაცი" ედი რედმეინი გახდნენ. ნომინაციაში "კომედიის ან მიუზიკლის საუკეთესო მსახიობი ქალი" გაიმარჯვა ემი ადამსმა, "მინისერიალის საუკეთესო მსახიობად" ბილი ბობ ტორნტონი აღიარეს.

ჯილდო და სპეციალური პრემია "კინემატოგრაფში განსაკუთრებული წვლილისათვის", ორგანიზატორებმა წელს "ახალბედა ქმარს" - ჯორჯ კლუნის გადასცეს.