"ნუთუ სადღაც აქ არის..." - კვირის პალიტრა

"ნუთუ სადღაც აქ არის..."

ბარბადოსის დედოფალი რიანა  და ჰოლივუდის მსახიობი  ჯეიკ ჯილენჰოლი პაპარაცებმა ნიუ-იორკის სპორტულ არენა "მედისონ სკვერ გარდენის" არენაზე გამართული კრივის მაყურებლებს შორის დააფიქსირეს.  წყვილს თითქმის არ აინტერესებდა მატჩი, შესვენებებზეც არ შორდებოდნენ ერთმანეთს და სიამოვნებით პოზირებდნენ კამერების წინ.

მომღერალი და მსახიობი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ყველა ტაბლოიდი ერთხმად ამტკიცებს, რომ ყველაფერი 34 წლის ჯეიკის "ლურჯი თვალების ბრალია", რისი გამოისობითაც მის საყვარლებს შორის იყვნენ გამორჩეული ლამაზმანები - მოდელი ალისა მილერი, მსახიობები: რიზ უიზერსპრუნი და კირსტენ დანსტი, მომღერლები: ჯენი ლუისი და ტეილორ სვიფტი. რიანა, რომელმაც ახლახან ბარბადოსზე 10 მლნ დოლარად ახალი ვილა იყიდა, მაინც ნიუ-იორკში რჩება და როგორც ჩანს, არსად ეჩქარება...