"ვისაც ვუყვარვარ... მისმინეთ!"
26-01-2015
"ვისაც ვუყვარვარ... მისმინეთ!"
ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი ტეილორ სვიფტი ავტორიტეტულმა ჟურნალმა "ბილბორდმა" უკანასკნელი 5-წლეულის "ყველაზე ავტორიტეტულ მომღერლებს" შორის მე-4 ადგილზე დაასახელა (პირველზე ბეიონსეა). თუმცა, ბომონდის აზრით, ტეილორი აშკარად პირველია თავისი თაყვანისმცემლების სიყვარულითა და მათდამი ყურადღებით. ის ხშირად ასაჩუქრებს გულშემატკივრებს, ახლახან კი სუპერვარსკვლავმა  თავისი ყველაზე ერთგული ფანი - რებეკა ბოტნიკერი დაასაჩუქრა. ტეილორს ძალიან მოეწონა ე.წ. "ფან-ვიდეო", რომელიც გოგონამ ინტერნეტში გაუშვა. ცოტა ხანში რებეკას მისამართზე ამანათი მივიდა. ბევრ სხვადასხვა საჩუქართან ერთად ყუთში იყო მომღერლის
გულითადი წერილი, ფოტო მისივე ავტოგრაფით, Yთავისი ყელსაბამი წარწერით - "იყო ჩემი, ახლა შენია" და 1984 დოლარის ჩეკი ( მის ბოლო ალბომს სწორედ "1984" ჰქვია) კოლეჯში რებეკას სწავლის ფულის გადასახდელად... ბედნიერებისგან ატირებული გოგონა ოჯახის წევრებმა ძლივს დაამშვიდეს.     








მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები