"ვისაც ვუყვარვარ... მისმინეთ!" - კვირის პალიტრა

"ვისაც ვუყვარვარ... მისმინეთ!"

ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი ტეილორ სვიფტი ავტორიტეტულმა ჟურნალმა "ბილბორდმა" უკანასკნელი 5-წლეულის "ყველაზე ავტორიტეტულ მომღერლებს" შორის მე-4 ადგილზე დაასახელა (პირველზე ბეიონსეა). თუმცა, ბომონდის აზრით, ტეილორი აშკარად პირველია თავისი თაყვანისმცემლების სიყვარულითა და მათდამი ყურადღებით. ის ხშირად ასაჩუქრებს გულშემატკივრებს, ახლახან კი სუპერვარსკვლავმა  თავისი ყველაზე ერთგული ფანი - რებეკა ბოტნიკერი დაასაჩუქრა. ტეილორს ძალიან მოეწონა ე.წ. "ფან-ვიდეო", რომელიც გოგონამ ინტერნეტში გაუშვა. ცოტა ხანში რებეკას მისამართზე ამანათი მივიდა. ბევრ სხვადასხვა საჩუქართან ერთად ყუთში იყო მომღერლის გულითადი წერილი, ფოტო მისივე ავტოგრაფით, Yთავისი ყელსაბამი წარწერით - "იყო ჩემი, ახლა შენია" და 1984 დოლარის ჩეკი ( მის ბოლო ალბომს სწორედ "1984" ჰქვია) კოლეჯში რებეკას სწავლის ფულის გადასახდელად... ბედნიერებისგან ატირებული გოგონა ოჯახის წევრებმა ძლივს დაამშვიდეს.