ოცი წლის შემდეგ - კვირის პალიტრა

ოცი წლის შემდეგ

უთვალავი ქალის საოცნებო ბრედ პიტს 3 წელი ჰქონდა რომანი მსახიობ გვინეტ პელტროუსთან. მათ ერთმანეთი გაიცნეს ფილმ "შვიდის" გადაღებისას, სადაც გვინეტი მთავარი გმირის მეუღლეს თამაშობდა. ურთიერთობა მეტად სერიოზული იყო, დაქორწინებას აპირებდნენ. პიტი გვინეტს "მთელი ცხოვრების სიყვარულს უწოდებდა". ამის მიუხედავად, პიტმა მოულოდნელად უარი თქვა ნიშნობაზე. განშორების მიზეზზე მაშინ არც ბრედს და არც გვინეტს კომენტარი არ გაუკეთებიათ. თუმცა, გვინეტმა ურთიერთობის გაწყვეტა ისე მძიმედ განიცადა, რომ ჭამაზე აიღო ხელი და სარეაბილიტაციო კლინიკაში მოხვდა, სადაც ზონდით კვებავდნენ. და ახლა - მათი რომანიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, პელტროუმ აღიარა: "მაშინ 22 წლის ბავშვი ვიყავი, ეტყობა, 40 წელი უნდა შემსრულებოდა, რომ რაღაცას მივმხვდარიყავი. როცა 22 წლის ხარ, ვერ მიიღებ სერიოზულ გადაწყვეტილებას. არ მესმოდა, რას ვაკეთებდი, არ ვიყავი მზად და, რაც  მთავარია, ის ჩემთვის მეტისმეტად კარგი იყო".