"ჩვენ ვიქნებით მისაბაძი მშობლები" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ვიქნებით მისაბაძი მშობლები"

ეშტონ კატჩერი და მილა კუნისი თავიანთ გოგონას, უაიტს, რომელიც 1-ელ ოქტომბერს დაიბადა, კარგა ხანს გულმოდგინედ უმალავდნენ ფოტორეპორტიორებს. ყოვლისშემძლე პაპარაცებმა ბავშვის ფოტოს გადაღება მაინც მოახერხეს მაშინ, როცა ჩვილი ლოს-ანჯელესის სანაპიროზე სასეირნოდ მშობლებმა პირველად გამოიყვანეს. მშობლების თქმით, მათ შვილის აღზრდა ძიძის დაუხმარებლად აქვთ განზრახული - "ბავშვი ყველაზე საოცარი რამ ყოფილა ამ ქვეყანაზე!  გვინდა ვიყოთ მისაბაძი მშობლები, რომლებმაც იციან, როდის და რატომ ტირის მათი პატარა, ანდა რატომ იჭმუხნება. გვინდა განუწყვეტლივ გვქონდეს მასთან ემოციური კონტაქტი და ამიტომ გამუდმებით მის გვერდით ვიქნებით", - განაცხადა ინტერვიუში ეშტონმა.