როცა ფული მთავარი არ არის - კვირის პალიტრა

როცა ფული მთავარი არ არის

74 წლის ალ პაჩინო ახლახან ლამის გაკოტრდა - თავისი მილიონები ცნობილი ფინანსისტის, ჩარლზ პონცის ე.წ. პირამიდაში ჰქონდა დაბანდებული, რომელიც "გასკდა" და, სხვა კლიენტების მსგავსად, სუპერვარსკვლავმაც მთელი ფული დაკარგა. მსახიობი იძულებულია, ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად ისეთ სამუშაოსაც დათანხმდეს, რასაც ადრე ხელს არ ჰკიდებდა. ყველაფრის მიუხედავად, ალ პაჩინოს შეყვარებული, მასზე 40 წლით უმცროსი არგენტინელი მოდელი ლუსილა სოლო არ აპირებს მის მიტოვებას. მზეთუნახავი დარწმუნებულია, რომ მსახიობი ამ გამოცდას  გაუძლებს. ასეთი მხარდაჭერით ფრთაშესხმული ალ პაჩინო სიძნელეებს არ ეპუება: მან უკვე გაყიდა უძრავი ქონება, აიღო კრედიტი, გამალებული მუშაობს და აცხადებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

აღსანიშნავია, რომ სუპერვარსკვლავს ცოლი არასდროს ჰყოლია. მას 3 შვილი ჰყავს - უფროსი - ჯულია 24 წლის არის, უმცროს ტყუპს - ენტონ ჯეიმსს და ოლივია როუზს 13-13 წელი შეუსრულდათ. ალ პაჩინო შვილებს აღმერთებს, ლუსილა კი გვერდში უდგას, ამხნევებს და ეხმარება მას შვილებთან ურთიერთობაში. ამბობენ, შეყვარებულებს ისეთი მტკიცე ურთიერთობა აქვთ, რომ სუპერვარსკვლავს გადაწყვეტილი აქვს, შვილი მასთანაც იყოლიოს.