"საოცარი" უინსლეტი - კვირის პალიტრა

"საოცარი" უინსლეტი

პრესტიჟულ ჟურნალ  Harper’s Bazaar -ის გარეკანი კეიტ უინსლეტმა დაამშვენა, რომელიც მარტში 40 წლის ხდება. ფოტოსესიისთვის ჟურნალის არჩევანი თავდაპირველად ბევრს გაუკვირდა. მაგრამ როცა ფოტოგრაფ ალექსეი ლიუბომირსკის მიერ გადაღებული მართლაც საოცარ ფორმაში მყოფი ვარსკვლავის სურათები იხილეს, კითხვა აღარავის გასჩენია.