პერისის ნორჩი მანეკენი - კვირის პალიტრა

პერისის ნორჩი მანეკენი

33 წლის პერის ჰილტონს უამრავი საყვარელი ჰყავდა. მათ შორის მსახიობი და პროდიუსერი რიკ სალომონი, მსახიობი ჯეისონ შოუ, მომღერალი ნიკ კარტერი, მუსიკოსი და გიტარისტი ბენჯი მადენი, მსახიობი ჰენრი კავილი, ბერძენი მაგნატების უსაქმური მემკვიდრეები - სტავროს ნიარხოსი თუ პერის მატსისი... თუმცა, ჩანს, ბომონდის ძუ ლომს 25-30 წლის ახალგაზრდა მამაკაცებთან ურთიერთობაც მოსწყინდა და ჭაბუკ მანეკენებზე გადავიდა. შარშან მის შეყვარებულებს შორის 23 წლის მანეკენი რივერ ვიიპერი გაერია, ახლა კი 18 წლის ავსტრალიელი მანეკენით ჯორდან ბარეტითაა გატაცებული. წყვილი ურთიერთობას არ მალავს და ქსელები ფოტოებით გაავსეს... ყვითელი პრესა კი ირონიულად აღნიშნავს, რომ თურმე არც ნორჩი ბარეტი ყოფილა მამა აბრამის ბატკანი. მისი შეყვარებულები იყვნენ მოდელები - ტანი ატკინსი და მონტანა კოქსი, სტილისტი პიპ ედვარდსი და ბიზნესმენი ქალბატორი საშა ბენცი.