პერისის ნორჩი მანეკენი
09-02-2015
პერისის ნორჩი მანეკენი
33 წლის პერის ჰილტონს უამრავი საყვარელი ჰყავდა. მათ შორის მსახიობი და პროდიუსერი რიკ სალომონი, მსახიობი ჯეისონ შოუ, მომღერალი ნიკ კარტერი, მუსიკოსი და გიტარისტი ბენჯი მადენი, მსახიობი ჰენრი კავილი, ბერძენი მაგნატების უსაქმური მემკვიდრეები - სტავროს ნიარხოსი თუ პერის მატსისი... თუმცა, ჩანს, ბომონდის ძუ ლომს 25-30 წლის ახალგაზრდა მამაკაცებთან ურთიერთობაც მოსწყინდა და ჭაბუკ მანეკენებზე გადავიდა. შარშან მის შეყვარებულებს შორის 23 წლის მანეკენი რივერ ვიიპერი გაერია, ახლა კი 18 წლის ავსტრალიელი მანეკენით ჯორდან
ბარეტითაა გატაცებული. წყვილი ურთიერთობას არ მალავს და ქსელები ფოტოებით გაავსეს... ყვითელი პრესა კი ირონიულად აღნიშნავს, რომ თურმე არც ნორჩი ბარეტი ყოფილა მამა აბრამის ბატკანი. მისი შეყვარებულები იყვნენ მოდელები - ტანი ატკინსი და მონტანა კოქსი, სტილისტი პიპ ედვარდსი და ბიზნესმენი ქალბატორი საშა ბენცი.    

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები