მილას "აღზევება" - კვირის პალიტრა

მილას "აღზევება"

მას შემდეგ, რაც მილა კუნისის და ეშტონ კატჩერის ოქტომბერში დაბადებული გოგონას გადაღებულმა პირველმა ფოტომ ცოტა ხნის წინ დღის სინათლე იხილა, ყველას აინტერესებდა, როგორ ფორმაში იქნებოდა თავად ვარსკვლავი დედიკო. ამიტომ ლოს-ანჯელესში ფილმის - "იუპიტერი: აღზევება" პრემიერაზე საზოგადოების ყურადღება, ბუნებრივია, მისკენ იყო მიპყრობილი. მსახიობი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, მას უამრავი ქათინაურის მოსმენამ და კიდევ უფრო მეტი ავტოგრაფის დარიგებამ მოუწია.