იუნისეფის "უცვლელი სამეული" - კვირის პალიტრა

იუნისეფის "უცვლელი სამეული"

იუნისეფმა თავის პროექტში მონაწილეობისთვის, რომელიც მესამე სამყაროს ქვეყნებში ბავშვთა სიკვდილიანობის ზრდის პრობლემისთვის ყურადღების მიპყრობას გულისხმობს, კვლავ მიიწვია გაეროს მშვიდობის ელჩი შაკირა. საინტერესოა, რომ შაკირა, ისევე როგორც 2013 წელს, კვლავ ორსულადაა, ფოტოსესიაში კი ვარსკვლავური ოჯახის სამივე წევრი მონაწილეობდა - თავად სუპერვარსკვლავი მომღერალი, მისი მეუღლე - "ბარსელონას" მცველი ჟერარ პიკე და მათი ვაჟი მილანი. საქმე ისაა, რომ იუნისეფმა ეს "სამეული" მეორედ გადაიღო თავის პროექტში  -  პირველად პატარა მილანი დედიკოს მუცელში გახლდათ.