ეპიდემია "საირუსი"
09-02-2015
ეპიდემია "საირუსი"
როგორც ჩანს, ამერიკულ ბომონდში მართლაც სერიოზული  სკანდალი მწიფდება. მას შემდეგ, რაც 21 წლის პატრიკ შვარცენეგერმა მშობლების ნების საწინააღმდეგოდ, ფარულად დაიწერა ჯვარი 22 წლის სკანდალურ მომღერალ მაილი საირუსზე, არნოლდსა და მარიას იმედი ჰქონდათ, რომ პატრიკს მაილის როგორმე დააცილებდნენ. მათი განკარგულებით, თუ პატრიკი საირუსს არ დასცილდება, 25 წლის შესრულებისას სპეციალურ ფონდში მის სახელზე დაგროვებულ 50 მილიონს ვერ მიიღებს. პატრიკს არაფრის გაგონება არ სურს და მთელ დროს მაილისთან ერთად ჰავაის კუნძულებზე ატარებს. მაილიმ
კი ხასიათის გამოვლენა განაგრძო: ხან აბაზანაში გადაღებული თავისი შიშველი ფოტოები დადო ქსელში, ხან  მარიხუანას სარეკლამო მაისურით გამოჩნდა. ყოველივე ეს ძალიან აბრაზებს პატრიკის მშობლებს - ექსგუბერნატორ არნოლდ შვარცენეგერს და მარია შრაივერს, რომელიც ამერიკის უმაღლეს საზოგადოებას მიეკუთვნება. 59 წლის მარია ექსპრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ კენედის დისწულია, არის ცნობილი
ჟურნალისტი, პუბლიცისტი, "პიბოდის" და “"ემის" პრემიების ლაურეატი. ბუნებრივია, მისი რძლის თავგასულობა კენედების საგვარეულოს დიდ უკმაყოფილებას იწვევს. "იმედი გვქონდა, პატრიკი გონს მოეგებოდა და მიხვდებოდა, რომ ეს გოგონა არ იქცევა სათანადოდ, მაგრამ ასე არ მოხდა. იმედგაცრუებულნი ვართ. ყველანაირად ვეცდებით, რომ  ეს კავშირი შეწყდეს", - საჯაროდ განაცხადა შრაივერმა. ამასობაში თავზარდამცემ მეორე ამბავს აეხადა ფარდა: 23 წლის კრისტინა მარია აურელია შვარცენეგერი საძულველი რძლის ძმას,  ბრეისონ საირუსს ხვდება! მაილი და პატრიკი კი მათ სიყვარულს მხარს უჭერენ.







მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით