სათვალის მანიაკი ლორდი - კვირის პალიტრა

სათვალის მანიაკი ლორდი

67 წლის სერ ელტონ ჯონმა "ბიბისი"-სთან აღიარა, რომ "არც აიფონი აქვს, არც მობილური ტელეფონი და არც კომპიუტერი. სამაგიეროდ, აქვს 250 000 ცალი სათვალე!" მომღერალი ამჟამად სამხრეთ ამერიკაში ტურნეს მართავს, სადაც ყოველ სასტუმროში ცალკე სათავსია გამოყოფილი იმ ათიათასობით სათვალისთვის, რომელიც მუდამ თან დააქვს, რადგან შესაძლოა, "რომელიმე უცებ დასჭირდეს". ექსპერტების გამოთვლით, სერ ელტონს თავისი კოლექციიდან დღეში თითო სათვალის გასაკეთებლად 685 წელიწადი დასჭირდება. სხვათა შორის, ტურნეს წინ მან ლოს-ანჯელესის პრესტიჟულ მაღაზიაში უჩვეულოდ ჭყეტელაჩარჩოიანი რამდენიმე უძვირესი სათვალე კიდევ იყიდა...