მომავალი მამა... "ფსონებს იღებს" - კვირის პალიტრა

მომავალი მამა... "ფსონებს იღებს"

გაზაფხულის ბოლოს 34 წლის სუპერვარსკვლავ ჯასტინ ტიმპერლეიკსა და  მის მეუღლეს, 32 წლის მსახიობ ჯესიკა ბილს პირველი შვილი ეყოლებათ. დიდი ხნის მანძილზე წყვილი შვილის თემაზე საუბარს ერიდებოდა, ახლახან კი  ბედნიერმა მომავალმა მამამ თავი ვეღარ შეიკავა და უამრავ თაყვანისმცემელს თავისი გრძნობები გაუზიარა... “"წელს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ძვირფას საჩუქარს მივიღებ. ამდენის მოთმენა აღარ შემიძლია. ბიჭი იქნება თუ გოგო თქვენ არ იცით. თქვენ კი არა, ჩვენც არ ვიცით. ფსონები მიიღება!" - დაწერა მან ინსტაგრამზე საკუთარი ფოტოს გვერდით, სადაც  ჯესიკას დამრგვალებულ მუცელზე კოცნის.

სხვათა შორის, რამდენიმე თვეა სხვადასხვა წყაროდან ცნობილია, რომ ბავშვი გოგონა იქნება - "ნუთუ, მომავალმა მამამ სიხარულისგან ჭკუა ისე დაკარგა, რომ ბავშვის სქესი არ ახსოვს? რაღაცას გვატყუებს თუ სწორმა ინფორმაციამ გაჟონა, ასეა თუ ისე, ფსონის გოგონაზე დადება ჯობს" - ურჩევს ფანებს ყვითელი პრესა.