მე-7 შვილი - "სათაყვანებელს"!
16-02-2015
მე-7 შვილი - "სათაყვანებელს"!
საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა საერთაშორისო ინსტიტუტმა (YouGov) მსოფლიოს "ყველაზე სათაყვანებელი" ქალების რეიტინგი შეადგინა, რისთვისაც 23 ქვეყნის ათიათასობით მოქალაქე გამოჰკითხა. რეიტინგის მიხედვით, პლანეტის "ყველაზე სათაყვანებელი" ქალი ანჯელინა ჯოლია, პირველი ათეული კი ასე გამოყურება: 1. ანჯელინა ჯოლი; 2. მალალა იუსუფზაი (უფლებათა დამცველი); 3. ჰილარი კლინტონი; 4. ელისაბედ მეორე; 5. მიშელ ობამა; 6. სელინ დიონი;  7. ოფრა უინფრი; 8. ჯულია რობერტსი; 9. დო აუნ სან სი ჩჟი (მიანმელი პოლიტიკოსი); 10. ანგელა მერკელი.
უფრო საინტერესო
კი ის არის, რომ "სათაყვანებელი" ანჯელინას მრავალშვილიან ოჯახს უახლოეს ხანში კიდევ ერთი ბიჭუნა შეემატება! ჯოლის ბავშვი არ უძებნია, მან 2 წლის მუსა თურქეთში, სირიიდან ლტოლვილთა ბანაკში გაიცნო, რომელსაც სუპერვარსკვლავი გაეროს მშვიდობის ელჩის მისიით ცოტა ხნის ეწვია.  დაობლებული მუსას ისტორია ჯოლის თარჯიმანმა გააცნო. ამბავმა ვარსკვლავი გულის
სიღრმემდე შეძრა და ქვითინი დააწყებინა. მოღიმარე მუსამ გადაწყვიტა ატირებული ლამაზი ქალი დაემშვიდებინა და გულში ჩაეკრა... მსახიობმა მუსას თავზე აკოცა და ბიჭუნა მას აღარ მოსცილებია. როგორც კი ჯოლი და პიტი, რომელიც მუსას შვილებას მაშინვე დათანხმდა, საბუთების გაფორმებას დაასრულებენ, ბავშვი მაშინვე მათთან საცხოვრებლად გადავა, რომელიც ვარსკვლავური წყვილის მე-7 შვილი იქნება.  








მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით