"ზეახალი" - სკანდალის თანხლებით - კვირის პალიტრა

"ზეახალი" - სკანდალის თანხლებით

მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური პრემია "გრემის”  57-ე ცერემონიაზე 22 წლის ბრიტანელი მომღერალი სემ სმიტი ტრიუმფატორი გახდა.

ახალგაზრდა შემსრულებელმა 4 მთავარი პრიზიდან 3 მიიღო! სანუკვარი "გრამოფონები" მან მოიგო ნომინაციებში: "წლის პოპსიმღერა", "წლის ჩანაწერი" და "საუკეთესო ახალი ხელოვანი". პრესტიჟულ ნომინაციაში - "წლის როკსიმღერა" ანსამბლმა "პარამორმა" გაიმარჯვა.  სხვა ძირითად ნომინაციებში გაიმარჯვეს: "წლის პოპალბომი" - ლედი გაგას და ტონი ბერნეტის დუეტმა, "წლის რეპალბომი" - ემინემმა, "წლის როკალბომი" - ანსამბლმა "ბექმა".

მსოფლიოს მუსიკალურ კაბადონზე "ზეახალი ვარსკვლავის" დაბადებას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია - სიხარულით თავბრუდახვეულ ახალ ვარსკვლავს თვით რიანას "საპრიზო" კოცნა ერგო, უპრიზოდ დარჩენილმა გააფთრებულმა ძველმა ვარსკვლავმა მადონამ კი წითელი ხალიჩა პირგამეხებულმა დატოვა.