"ზეახალი" - სკანდალის თანხლებით
23-02-2015
"ზეახალი" - სკანდალის თანხლებით
მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური პრემია "გრემის”  57-ე ცერემონიაზე 22 წლის ბრიტანელი მომღერალი სემ სმიტი ტრიუმფატორი გახდა.

ახალგაზრდა შემსრულებელმა 4 მთავარი პრიზიდან 3 მიიღო! სანუკვარი "გრამოფონები" მან მოიგო ნომინაციებში: "წლის პოპსიმღერა", "წლის ჩანაწერი" და "საუკეთესო ახალი ხელოვანი". პრესტიჟულ ნომინაციაში - "წლის როკსიმღერა" ანსამბლმა "პარამორმა" გაიმარჯვა.  სხვა ძირითად ნომინაციებში გაიმარჯვეს: "წლის პოპალბომი" - ლედი გაგას და ტონი ბერნეტის დუეტმა, "წლის რეპალბომი" - ემინემმა, "წლის როკალბომი" - ანსამბლმა "ბექმა".
მსოფლიოს მუსიკალურ კაბადონზე "ზეახალი
ვარსკვლავის" დაბადებას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია - სიხარულით თავბრუდახვეულ ახალ ვარსკვლავს თვით რიანას "საპრიზო" კოცნა ერგო, უპრიზოდ დარჩენილმა გააფთრებულმა ძველმა ვარსკვლავმა მადონამ კი წითელი ხალიჩა პირგამეხებულმა დატოვა.       

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით