"გოგონა და ბიჭუნა" - კვირის პალიტრა

"გოგონა და ბიჭუნა"

სტეფანი ჯოან ენჯელინა ჯერმანოტამ ანუ ლედი გაგამ და მისმა რჩეულმა ტეილორ კინიმ საჯაროდ არაერთხელ განაცხადეს მომავალი ნიშნობის შესახებ, თუმცა, ოფიციალური წინადადებით ტეილორმა თავის სკანდალურ ქალბატონს მხოლოდ ახლახან, წმინდა ვალენტინის დღეს მიმართა და თანხმობაც მიიღო. სუპერვარსკვლავი მომღერლის გახარებულმა მამამ, ჯო ჯერმანოტამ თავის ტვიტერზე - "მშობლების თანხმობა" - წყვილის ფოტოების ფონზე დადო - "მე და სცინტია მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი გოგონა დაინიშნა და ოჯახში ბიჭუნაც მოგვიყვანა".