"ჭორმა სული განუტევა" - კვირის პალიტრა

"ჭორმა სული განუტევა"

მას შემდეგ, რაც 5 თვის წინ სუპერვარსკვლავ ჯორჯ კლუნისა და ამალ ალამუდინის ქორწილის ფოტოებმა მსოფლიო მოიარა, წყვილი ერთად აღარსად გამოჩენილა. ყოველ შემთხვევაში, ფოტორეპორტიორებმა მათი ერთად გადაღება ვერა და ვერ მოახერხეს. ამიტომ ყვითელი პრესა აჭორავდა, - ახალშექმნილ ოჯახს დანგრევა ემუქრებაო. მოულოდნელად წყვილი კვლავ გამოჩნდა ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ იაპონურ რესტორანში, სადაც სიყვარულის დღე აღნიშნეს. პაპარაცებმა შანსი ხელიდან არ გაუშვეს - ჯორჯი  და მისი მუდამ ელეგანტურად გამოწყობილი ამალი მაშინვე დააფიქსირეს. საბოლოოდ, კრიტიკოსების მოსწრებული თქმით, "მეუღლეების ბედნიერი სახეების დანახვაზე ჭორმა სული განუტევა".