"ჭორმა სული განუტევა"
23-02-2015
"ჭორმა სული განუტევა"
მას შემდეგ, რაც 5 თვის წინ სუპერვარსკვლავ ჯორჯ კლუნისა და ამალ ალამუდინის ქორწილის ფოტოებმა მსოფლიო მოიარა, წყვილი ერთად აღარსად გამოჩენილა. ყოველ შემთხვევაში, ფოტორეპორტიორებმა მათი ერთად გადაღება ვერა და ვერ მოახერხეს. ამიტომ ყვითელი პრესა აჭორავდა, - ახალშექმნილ ოჯახს დანგრევა ემუქრებაო. მოულოდნელად წყვილი კვლავ გამოჩნდა ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ იაპონურ რესტორანში, სადაც სიყვარულის დღე აღნიშნეს. პაპარაცებმა შანსი ხელიდან არ გაუშვეს - ჯორჯი  და მისი მუდამ ელეგანტურად გამოწყობილი ამალი მაშინვე დააფიქსირეს. საბოლოოდ, კრიტიკოსების მოსწრებული თქმით,
"მეუღლეების ბედნიერი სახეების დანახვაზე ჭორმა სული განუტევა".





მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით