პერისის "არჩევნები" - კვირის პალიტრა

პერისის "არჩევნები"

სუპერვარსკვლავი და მილიარდერი პერის ჰილტონი გასაჭირშია - ბედის ნებიერი ქერა 17 თებერვალს 34 წლის გახდა და ტრადიციულად, საკუთარ თავს დაბადების დღის საჩუქრად მორიგი - მე-6 ლუქს-ავტომობილი მიუძღვნა. ამჯერად - 115 ათას დოლარად ღირებული "მერსედესის" ჯიპი. მაგრამ მანქანის ფერის არჩევა ვერაფრით მოახერხა. "გასაჭირში ჩავარდნილმა" პერისმა დასახმარებლად ინსტაგრამში გულშემატკივრებს მიმართა და არჩევანის გაკეთება შავ, ვერცხლისფერსა და თეთრ მანქანებს შორის სთხოვა. ამ ამბავში მთავარი ის არის, რომ ბომონდის ძუ ლომმა "არჩევანის სტიმულაციისთვის" გვერდზე თავისი ახალი ფოტოც დადო, სადაც ლამის შიშველი მკერდითაა გადაღებული.