"უეჭველი ნიშანი" - კვირის პალიტრა

"უეჭველი ნიშანი"

სუპერვარსკვლავ კამერონ დიასის მეუღლის, მუსიკოს ბენჯი მედენის მკერდსა და ყელზე დიდი და ჩუქურთმიანი წარწერა "კამერონი" გაჩნდა - ის ბენჯიმ თავად დადო ინსტაგრამზე კომენტარით - "შენზე ვფიქრობ. იღბლიანი ვარ!" კრიტიკოსები და კამერონის გულშემატკივრები მიიჩნევენ, რომ ეს სიყვარულის "ყველაზე უეჭველი ნიშანია". საქმე ის არის, რომ ვოკალისტ და გიტარისტ ბენჯის სხეულზე იმდენი ტატუა, ფაქტობრივად, წერტილის დასასმელი ადგილი აღარ არის. რაკი თავისი სხეულის "ძვირფასი" ადგილებიდან საუკეთესო კამერონისთვის გაიმეტა, მის სიყვარულში ეჭვი აღარავის ეპარება...