კარგი შვილი ყველას უნდა
09-03-2015
კარგი შვილი ყველას უნდა
ნიკოლას ქეიჯის 24 წლის ვაჟი უესტონი, რომელიც სუპერვარსკვლავს მსახიობ კრისტინა ფალტონთან ჰყავს, აცხადებს, რომ მისი სიცოცხლე 5 თვის წინ დაბადებულმა შვილმა გადაარჩინა. ქეიჯი ამჟამად შვილით ამაყობს, თუმცა, ცოლს მისი დაბადებისთანავე გაეყარა. დიდი მუსიკალური ნიჭის მიუხედავად, უმამოდ გაზრდილი ბიჭი ქუჩამ ჩაითრია, 17 წლისა გალოთდა, 2012 წელს ნარკომანებისა და ლოთების სარეაბილიტაციო ცენტრშიც კი მოხვდა... მას შემდეგ, რაც მეგობარმა გოგონამ, დანიელამ პირველი შვილი, ბიჭუნა ლუსიანი გაუჩინა, აღფრთოვანებულმა მამიკომ თქვა, - "ის ჩემი ანგელოზია,
მან სიკვდილს გადამარჩინა". კეიჯი ამის შემდეგ ნორმალურ ცხოვრებასა და მუსიკას დაუბრუნდა. მეორედ დაბადებულმა უესტონმა ახლახან თავისი პირველი სოლოალბომი - "პრეისტორიული დიქოტომია" გამოუშვა, რომელსაც უდიდესი წარმატება ხვდა. კრიტიკოსთა თქმით, უესტონ ქეიჯმა ახალი ჟანრი "ჰოუს მეტალი" შექმნა, რის გამოც "თანამედროვე მოცარტი" უწოდეს.      

lali
11 მარტი 2015 13:26
-მიეცი ნიჭსა გზა ფართო.მაგარი ნიჭიერი ხალხი არიან....

რედაქტორის რჩევით