კარგი შვილი ყველას უნდა - კვირის პალიტრა

კარგი შვილი ყველას უნდა

ნიკოლას ქეიჯის 24 წლის ვაჟი უესტონი, რომელიც სუპერვარსკვლავს მსახიობ კრისტინა ფალტონთან ჰყავს, აცხადებს, რომ მისი სიცოცხლე 5 თვის წინ დაბადებულმა შვილმა გადაარჩინა. ქეიჯი ამჟამად შვილით ამაყობს, თუმცა, ცოლს მისი დაბადებისთანავე გაეყარა. დიდი მუსიკალური ნიჭის მიუხედავად, უმამოდ გაზრდილი ბიჭი ქუჩამ ჩაითრია, 17 წლისა გალოთდა, 2012 წელს ნარკომანებისა და ლოთების სარეაბილიტაციო ცენტრშიც კი მოხვდა... მას შემდეგ, რაც მეგობარმა გოგონამ, დანიელამ პირველი შვილი, ბიჭუნა ლუსიანი გაუჩინა, აღფრთოვანებულმა მამიკომ თქვა, - "ის ჩემი ანგელოზია, მან სიკვდილს გადამარჩინა". კეიჯი ამის შემდეგ ნორმალურ ცხოვრებასა და მუსიკას დაუბრუნდა. მეორედ დაბადებულმა უესტონმა ახლახან თავისი პირველი სოლოალბომი - "პრეისტორიული დიქოტომია" გამოუშვა, რომელსაც უდიდესი წარმატება ხვდა. კრიტიკოსთა თქმით, უესტონ ქეიჯმა ახალი ჟანრი "ჰოუს მეტალი" შექმნა, რის გამოც "თანამედროვე მოცარტი" უწოდეს.