"მადამ ფიგარო" წითელ ხალიჩაზე - კვირის პალიტრა

"მადამ ფიგარო" წითელ ხალიჩაზე

"ოსკარის" ცერემონიაზე განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო "საუკეთესო ქალის როლის" ერთ-ერთი ნომინანტი - ფრანგი მსახიობი მარიონ კოტიიარი (ფილმისთვის "ორი დღე, ერთი ღამე"). ლამაზმანი წითელ ხალიჩაზე "დიორის" სახლის კაბით გამოცხადდა, რადგან ბრენდის ერთ-ერთი სახეა. თუმცა, საზოგადოებას უფრო ის აინტერესებდა, სინამდვილეში როგორია "მადამ ფიგარო" - პრესტიჟული "ფიგარო მეგეზინის" გასული თვის რჩეული. ნომინანტს ხალიჩაზე გასასვლელად მზადებისას პაპარაცების არმია დაესხა თავს. მსახიობი მათ მხიარულად შეხვდა და საგანგებოდ აღნიშნა, რომ თავისი სტილისტების გუნდს ის არასდროს იშორებს.