დედიკოს გოგო, თუ... "გოგოს "დედიკო"?!
09-03-2015
დედიკოს გოგო, თუ... "გოგოს "დედიკო"?!
მელანი გრიფიტი ანტონიო ბანდერასთან სკანდალური გაყრის შემდეგ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა, თუმცა, "ოსკარის" წითელ ხალიჩაზე 24 წლის ქალიშვილთან, დაკოტა ჯონსონთან ერთად მოსული სუპერვარსკვლავი მის ჩრდილში აღმოჩნდა! დაკოტა მას მსახიობ დონ ჯონსონისგან შეეძინა. 1999 წელს გერი პირველად ანტონიო ბანდერასმა გადაიღო თავის ფილმში. 2010 წელს დაკოტას მონაწილეობით დადგმულმა ფილმმა, "სოციალური ქსელი", "ოსკარის" 8 ნომინაცია მიიღო, 2012 წელს გოგონა ერთ-ერთი სერიალის მთავარი გმირი გახდა. მოგვიანებით დაამტკიცეს მთავარ როლზე ეროტიკულ მელოდრამაში "გრეის 50 ელფერი",
რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა. ფილმი უკვე ანშლაგით მიდის მსოფლიოს კინოთეატრებში,  ხოლო როცა 12 თებერვალს ბერლინის კინოფესტივალის გალა-საღამოზე დაკოტა ჯონსონი და მისი პარტნიორი ჯეიმი დორნანი გამოჩნდნენ, თაყვანისმცემლები სულ შეიშალნენ - ყვიროდნენ, იცინოდნენ, ტიროდნენ... ფილმში არ არის ბევრი შიშველი სცენა, თუმცა, მელანის ასულმა განაცხადა, რომ ჯერ არ
არის მზად წელს ქვემოთ გასაშიშვლებლად და ასეთ სცენებში მის როლს დუბლიორი თამაშობდა. "ეს არ არის ჩემი ფეხები და ჩემი სხეული", - აღნიშნა დაკოტამ, რისიც არავის სჯერა.
დაკოტას წარმოუდგენელ პოპულარობას მისმა შეყვარებულმა, მუსიკოსმა მეთიუ ჰიტმა ვერ გაუძლო - საერთო მეგობრების განმარტებით, ჰიტმა არ ისურვა შეყვარებულის "ასეთი კოშმარული ცხოვრების ნაწილად ქცეულიყო". ახალგაზრდები ერთმანეთს დაშორდნენ. დაკოტა თავადაც აღიარებს, რომ ასეთ "საშინელ ორომტრიალში პირადი ცხოვრებისთვის დრო აღარ რჩება".





მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით