ეყრება თუ დაჰკანკალებს - კვირის პალიტრა

ეყრება თუ დაჰკანკალებს

53 წლის ჰოლივუდის სუპერვარსკვლავ ჯორჯ კლუნისა და მისი მეუღლის, 35 წლის ადვოკატ  ამალ ალამუდინის XVII საუკუნის ინგლისურ სახლში, რომელიც ჯორჯმა ამალს ბერკშირში 15,4 მლნ დოლარად უყიდა, გაცხოველებული მუშაობა მიდის. აღმოჩნდა, რომ ძველ ნაგებობაში ვარსკვლავებისთვის აუცილებელი ე.წ. უსაფრთხოების ოთახი არ არსებობს. ის საჭიროა მძარცველების ან ტერორისტების თავდასხმის, დაბომბვისა თუ სხვადასხვა სტიქიური უბედურებების დროს თავის შესაფარებლად. ამიტომ მიწისქვეშა სართულზე ერთ-ერთი სათავსის გარშემო სქელი რკინაბეტონის სარტყლის მშენებლობა მიმდინარეობს. თუ რამდენიმე თვის განმავლობაში კრიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ მათი ქორწინება საფრთხის ქვეშ იდგა, ახლა ფიქრობენ, რომ ჯორჯი თავის გრძელფეხება მეუღლეს ფოტოგრაფებს იმიტომ უმალავს, რომ სინამდვილეში "თავს დაჰკანკალებს" და "ციხესიმაგრესაც" ამიტომ აშენებს. საინტერესოა, რომ ახლახან კლუნიმ საჯაროდ აღიარა, ოჯახში ყველაზე ჭკვიანი ალამუდინიაო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საქველმოქმედო შეხვედრაზე დააბრეხვა, რომ "1988 წლიდან საბავშვო ბანაკი დაეხმარა დაავადებულ ბავშვებს 500 ქვეყნიდან", რაზეც მეუღლემ ტაქტიანად მიანიშნა, რომ პლანეტაზე ამდენი ქვეყანა არ არსებობს...