ბიჭების დედიკოს გოგო - კვირის პალიტრა

ბიჭების დედიკოს გოგო

45 წლის ავსტრალიელმა "ოსკაროსანმა" კეიტ ბლანშეტმა ქმართან ერთად პატარა ობოლი გოგონა იშვილა. სუპერვარსკვლავის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, მსახიობმა და მისმა მეუღლემ ენდრიუ აპტონმა გოგონას ედიტ ვივიან პატრიშა დაარქვეს. აღსანიშნავია, რომ ორგზის "ოსკარის" მფლობელს სამი შვილი ჰყავს, მაგრამ დღემდე მხოლოდ ვაჟები შეეძინა - 13 წლის დაშიელ ჯონი, 10 წლის რომან რობერტი და 6 წლის იგნატიუს მარტინი. ამიერიდან კი ბიჭებს დაც ეყოლებათ. ბლანშეტისა და აპტონის ნაშვილები გოგონას ფოტო პრესაში მსახიობის აქტიური გულშემატკივრის დახმარებით მოხვდა - მან თავის კერპს ფოტო სიდნეის აეროპორტში გადაუღო.