"ანატომიური ოსკარი - 2015" - კვირის პალიტრა

"ანატომიური ოსკარი - 2015"

ბოლო ხანს სუპერვარსკვლავი სკარლეტ იოჰანსონი, როგორც იტყვიან, "პროგრამაშია". პირველ რიგში გოგონა როუზის გამო, რომელიც 14 სექტემბერს გააჩინა, მაგრამ მისი პირველად დაფიქსირებაც პაპარაცების "რაზმეულმა" მხოლოდ 27 იანვარს შეძლო, როდესაც სკარლეტმა და მისმა მეუღლემ, ფრანგმა ჟურნალისტმა რომენ დორიაკმა პირველად გაასეირნეს. "დედობა წარმოუდგენელი რამ ყოფილა. ეს ჯადოსნობაა. მას ახლაც მკერდით ვკვებავ" - განაცხადა სკარლეტმა. მერე იყო და თებერვალში "ჯადოსნობაშეპყრობილ" ახალგაზრდა დედას წლევანდელი "ოსკარის" წითელ ხალიჩაზე ჯონ ტრავოლტა უკნიდან მიეპარა და საკოცნელად, მოულოდნელად დაესხა თავს, რასაც ქსელებში აფეთქება მოჰყვა. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ ახალგაზრდა დედამ მარტში მაინც მიიღო თავისი "ოსკარი", ოღონდ... "ანატომიური!" საქმე ის არის, რომ საიტი Mr. Skin, უკვე 16 წელია თავის პრემიას (Anatomic Awards) ანიჭებს სერიოზულ ფილმში შიშველ სცენებში მონაწილეობით გამორჩეულ მსახიობს. ჰოლივუდში ამ ჯილდოს ირონიულად "ანატომიური "ოსკარი" შეარქვეს. წელს პრემია მსახიობ ქალებს შორის სწორედ 30 წლის სკარლეტ იოჰანსონს მიენიჭა. მან გაიმარჯვა ნომინაციებში - "სრული გაშიშვლება" და "საუკეთესო შიშველი დებიუტი" (ფილმებში პირველ ადგილზე ლარს ფონ ტრიერის "ნიმფომანი" გავიდა). გასაკვირი არ არის, რომ თავად "შიშველ გამარჯვებულს" ამ პრიზით დიდი აღფრთოვანება არ გამოუხატავს.