"მემკვიდრეობით ფხიანი" - კვირის პალიტრა

"მემკვიდრეობით ფხიანი"

ჰოლივუდის ერთ-ერთი მთავარი გულთამპყრობლის - სუპერვარსკვლავ ჯერარდ ბატლერის "თავისუფალი ბერბიჭობა" დასასრულს მიუახლოვდა. 45 წლის მსახიობი, რომელსაც ცოლი არასდროს ჰყოლია, ახლახან დაინიშნა და ქორწინების უღელს მალე დაიდგამს. ეს "პატარა სასწაული" კი მისმა ახალმა სატრფომ, დიზაინერმა მორგან ბრაუნმა მოახდინა, რომელსაც ინტერიერების დიზაინის საკუთარი ფირმა აქვს და საკმაოდ მდიდარიცაა. შეყვარებულები პაპარაცებმა არა მარტო მალიბუში, ახალ ორლეანში, ამერიკული ფეხბურთის მატჩზეც დააფიქსირეს. ყვითელი პრესა კი ირონიულად აღნიშნავს, რომ "ჰოლივუდის ჭირვეულის მორჯულება" მორგან ბრაუნმა არა მარტო იმით შეძლო, რომ მართლაც ლამაზია, არამედ მემკვიდრეობითაა ფხიანი -  "სუპერვარსკვლავის მოსანადირებელი უნარი" დედისგან მიიღო, რომელსაც თავის დროზე თვით პიტერ ო’ტულთან ჰქონდა ხანგრძლივი რომანი.