რა "სარგებლობა" მოაქვს პაპარაცის
23-03-2015
რა "სარგებლობა" მოაქვს პაპარაცის
მას შემდეგ, რაც პატრიკ შვა­რ­ცენეგერმა, მშობლების დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, სკანდალური მომღერალი მაილი­ საირუსი მაინც შეირთო (ჩუმად ხელი მოაწერა, ხოლო ქორწილი­ მოკლე ხანშია დანიშნული), მაილი­ მოწადინებულია­, რომ "კარგი გოგო" გახდეს. პატრიკის დედა, მარია შრა­ივერი კი მაინც დაჟინებით ცდილობს მათ დაშორებას, თუმცა, უშედეგოდ. მარია კენედების ნათესავია და იძულებ­უ­ლია, რძლის გამო ამერიკის ერთ-ერთი გამორჩეული საგვარ­ეულოს დრტვინვა აიტანოს. მარია და არნი თავიანთ 21 წლის სტუდენტ მზეჭაბუკს დაემუქრნენ, რომ მის სახელზე გახსნილ პირად ფონდში შეტანილ
50 მლნ დოლარს ვეღარ მიიღებდა, მაგრამ ამაოდ. სამაგიეროდ იმას, რაც ვერ შეძლეს მშო­ბლებმა, ფულმა და მძლავრმა სანათესავომ, როგორც ჩანს, პა­­პარაცები გააკეთებენ­ - რეპორტიორებმა ექსგუ­ბერნატორის მემკვიდ­რე­ ცოლის ღალატში გამოიჭირ­ეს. მექსიკაში, სტუდენტურ არ­დადეგებზე მყოფი "უმც­როსი ტერმინატორის" დაკუნთ­ულ მკლავ­ზე მაილის ნაცვლად ჩამოკონწიალებული სულ სხვა ლამაზმანი აღმოაჩინეს და მათი
ხვევნა-კოცნაც დეტალურად დააფიქსირეს. ფოტოები ბრიტანული ტაბლოიდის "დეილი მეილის" გვერდებზე გამოჩნდა. ფოტოები ისეთია, რომ ეჭვს არ ტოვებს და "დამწყები ქმარი" იძულებული გახდა, ტვიტერში ასეთი ბრიყვული განმარტებები ეკეთებინა - "ღმერთო ჩემო! ეს გოგონა ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობართაგანია", "არასდროს ჩავიდენდი არაფერს ჩემი შეყვარებულის საწინააღმდეგოდ", "გოგონებს­ ჰყავთ მეგობარი ბიჭები, ბიჭებს კი მეგობარი გოგონები". ყვითელი პრესა აღნიშნავს, რომ "სათანადო შედეგი სულ მალე დადგება", და კმაყოფილი წერს, კენედები, ბოლოს და ბოლოს, აღიარებენ, რომ "საჭირო მომენტში პაპარაციც სასარგებლოა".

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით