"უბიწო შეყვარებულთა სახლი" პომპეიში - კვირის პალიტრა

"უბიწო შეყვარებულთა სახლი" პომპეიში

პომპეის გათხრებზე მომუშავე არქეოლოგებმა "უბიწო შეყვარებულთა სახლში" 1-ელი თებერვლიდან მნახველთა შეშვება დაიწყეს. მართალია, "სახლში" გათხრები ახლაც

მიმდინარეობს, მაგრამ ცნობილი ფრესკა, რომელზეც ორი შეყვარებული სუფრასთან ილხენს, სქელი მინით საიმედოდ არის დაცული. "უბიწო შეყვარებულთა სახლში" სამუშაო 10 წლით იყო დაკონსერვებული, ამჟამად იგი უამრავი შეყვარებული წყვილის თაყვანისცემის ადგილად იქცა.