"ცუდი გოგო" პინკის მორიგი ფურორი - წაგებული "შიშვლდება"! - კვირის პალიტრა

"ცუდი გოგო" პინკის მორიგი ფურორი - წაგებული "შიშვლდება"!

ამერიკელი სუპერვარსკვლავი და საყოველთაოდ აღიარებული "ცუდი გოგო" - პინკი წარდგენილი იყო პრესტიჟული კონკურსის - "გრემი 2010"-ის ნომინაციაზე -

"საუკეთესო ვოკალური ალბომი", სადაც თეთრი მოსასხამით გამოცხადდა.

როცა ნომინაციაში ანსამბლმა - The Black Eyed Peas-მა გაიმარჯვა, გაბრაზებულმა "ცუდმა გოგომ" მაშინვე გაიხადა მოსასხამი და პრაქტიკულად "შიშველი" დარჩა... სინამდვილეში პინკი ხორცისფერ კოსტიუმში იყო გამოწყობილი. თავისი ერთ-ერთი ჰიტი - Glitter in the Air-ი კი 30 წლის მომღერალმა ჰაერში დაკიდებულმა და  დარბაზის გარშემო თავდაყირა მოტრიალემ უფონოგრამოდ შეასრულა!