არასექსუალურო, შენ! - კვირის პალიტრა

არასექსუალურო, შენ!

25 მარტს 50 წლის გახდა სარა ჯესიკა პარკერი. შეიძლება ის მეგავარსკვლავი არ არის, მაგრამ მთელი მსოფლიო იცნობს სერიალით "სექსი დიდ ქალაქში", რომელმაც მსახიობს 4 "ოქროს გლობუსი" და 2 "ემი" მოუტანა. ჰოლივუდის მომავალი მსახიობი მასწავლებლისა და წვრილი ბიზნესმენის - აღმოსავლეთ ევროპიდან გამოსული ებრაელის, ბარ-კანის ოჯახში დაიბადა. მშობლები მალე გაიყარნენ, ჯესიკა და მისი 7 და-ძმა კი მამინაცვლის ხელში გაიზარდნენ, რომელიც სატვირთო მანქანის მძღოლი გახლდათ... ნიჭიერი გოგონა სცენაზე პირველად 1976 წელს გამოჩნდა, თუმცა, ფართო საზოგადოებისთვის ცნობადი გახდა რობერტ დაუნი-უმცროსთან 3-წლიანი რომანის შემდეგ. ამას მოჰყვა ხანმოკლე რომანები ნიკოლას კეიჯთან და ჯონ კენედი-უმცროსთან. 1997 წელს, ბოლოს და ბოლოს, ჯესიკამ სიყვარული იპოვა - მსახიობ მეთიუ ბროდერიკს გაჰყვა და 3 შვილს ზრდის (მათი ტყუპი გოგონა სუროგატმა დედამ გააჩინა). იუბილეზე მსახიობმა აღნიშნა, რომ ბედნიერი დედა და მეუღლეა. სიცოცხლეში ყველაზე მეტად მაშინ გაბრაზდა, როცა 2007 წელს ჟურნალმა "მაქსიმმა" "მსოფლიოს ყველაზე არასექსუალურ მსახიობ ქალად" დაასახელა.