ბოდიში მიღებულია
30-03-2015
ბოდიში მიღებულია
ცოტა ხნის წინ 9 წლის უელსელ მოსწავლეს, ოუენ მაქსფილდს გარდაეცვალა ბაბუა - ჯეკ მორისი. ის ადრე უელსელ გვარდიელთა რაზმში მსახურობდა და მრავალი წელი სამეფო საგანძურს იცავდა. ბაბუა ხშირად უყვებოდა ოუენს საპატიო სამსახურის შესახებ. შედეგად, ბავშვმა წერილით მიიწვია ელისაბედ II  მისი ერთგული გვარდიელის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად... დიდი იყო ოჯახისა და ნათესავების გაოცება, როცა დედოფალმა პირადად უპასუხა ოუენს, მწუხარება გამოთქვა და მოიბოდიშა, რომ ჯეკ მორისის დაკრძალვას პირადად ვერ დაესწრებოდა. ბიჭუნამ, რომელმაც ბაბუის
გარდაცვალება მძიმედ განიცადა, სამეფო ბოდიში ღირსეულად მიიღო.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით