"საუკეთესო გენები" - კვირის პალიტრა

"საუკეთესო გენები"

ჯონი დეპისა და ვანესა პარადის ქალიშვილმა, 15 წლის ლილი-როუზმა ნიუ-იორკში "შანელის" ჩვენებებზე, რომელსაც უამრავი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა, ნამდვილი ფურორი მოახდინა. დედამისი ვანესა პარადი "შანელის" სახლის ოფიციალური სახე და კარლ ლაგერფელდის "მუზაა". ეს ლილი-როუზის ფაქტობრივად პირველი გამოსვლაა პოდიუმზე. ახლახან მას დებიუტი კინოშიც ჰქონდა (ფილმის პრემიერა ივნისში იქნება), სადაც მამამისთან ერთად ითამაშა. საყოველთაო აზრით, გოგონა უკვე ნამდვილი მზეთუნახავია და თავისი სახელგანთქმული მშობლებისგან "საუკეთესო გენები" მიიღო. საზოგადოების ინტერესს უფრო აცხოველებს მამილო დეპის ბოლო ამბებიც - მან თავის იახტას, რომელსაც "ვანესა პარადი" ერქვა, უკვე  გადაარქვა სახელი, ხოლო ახალ ცოლზე ემბერ ჰერდზე ახლახან მეორედ იქორწინა! პირველი ქორწილი საიდუმლოდ გამართა საკუთარ კუნძულზე, რომელიც 11 წლის წინ 4 მლნ დოლარად იყიდა. პაპარაცები ვერაფერს "გამორჩნენ", რადგან კუნძულზე ვერ შეაღწიეს. თუმცა, ვერც ჯონის 80 წლის მოხუცმა დედამ, ბეტი სიუ პალმერმა შეძლო ჩასვლა კუნძულზე, რომელიც ბაჰამის კუნძულებს ეკუთვნის და საკმაოდ შორსაა. ამიტომ სუპერვარსკვლავმა დედის პატივსაცემად მეორე ქორწილიც გადაიხადა - ამჯერად ლოს-ანჯელესში...