ჩაკ ნორისი - 75 - კვირის პალიტრა

ჩაკ ნორისი - 75

10 მარტს 75 წლის გახდა ჰოლივუდის ვარსკვლავი და საბრძოლო ხელოვნებათა ოსტატი ჩაკ ნორისი. ის დღესაც შესანიშნავ ფორმაშია და ფილმებს მისი მონაწილეობით დიდი ფული მოაქვს. მამამისი ირლანდიელი გახლდათ, დედა - ჩეროკის ტომის ინდიელი. ჩაკი მსოფლიოს 6-გზის ჩემპიონია კარატეში და 1968 წლის შემდეგ ბრძოლა არ წაუგია! ბოლოს კი კარატეს საკუთარი სტილი ჩუნ-კუკ-დო შექმნა, რაც "უნივერსალურ სტილს" ნიშნავს. ის გახდა დასავლეთიდან პირველი, ვისაც ტაეკვონდოში მე-8 ხარისხის შავი ქამარი აქვს. შავი ქამრები აქვს ძიუდოში, ჯიუ-ჯიცუში, ტანსუდოში. კინოში კი სტივ მაკკუინმა მოიყვანა, ვისაც კარატეში ავარჯიშებდა. ჩაკი ნიჭიერი მსახიობიც გამოდგა. ამასთან, უკვე 7 წიგნის ავტორია (3 ბესტსელერი), "ნიუ იორკ ტაიმის" ვერსიით, ის "ყველაზე გაყიდვადი ავტორიც" კი გახლდათ.