"ვისში გამცვალე, ქალო!" - კვირის პალიტრა

"ვისში გამცვალე, ქალო!"

ტომ კრუზი სიბრაზისგან ნაპერწკლებს ყრის - ის ყოფილმა მეუღლემ კეტი ჰოლმსმა გაამწარა. უფრო სწორად, მისმა პაემანმა სხვა მამაკაცთან. წყვილის გაყრის შემდეგ კეტი საერთო გოგონას - სური კრუზის აღზრდით იყო დაკავებული და თითქოსდა  საყვარელიც აღარ ჰყოლია. მოულოდნელად კი გაირკვა, რომ კეტი ჩუმჩუმად ხვდება 47 წლის “ოსკაროსან” ჯეიმი ფოქსს. თურმე ჯეიმი მას "ჩემს გოგონას" ეძახის, კეტიმ აღიარა, რომ რომანი უკვე ორი წელია გრძელდება და "ყველაფერი სერიოზულადაა". კეტის ამ არჩევანმა 52 წლის ტომ კრუზი განსაკუთრებით გააბრაზა, რადგან ფოქსი ფლირტისა და ქალებთან დაახლოების ნიჭით დიდი ხანია ცნობილია. სუპერვარსკვლავი აცხადებს, რომ უკიდურესად ნაწყენია, რადგან "კეტის მიმართ ისევ თბილი გრძნობები აქვს, მან კი უღალატა". თუმცა, გაყრის შემდეგ ისინი არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს და მხოლოდ ადვოკატების მეშვეობით ჰქონდათ ურთიერთობა.