სანდრას სახეზე ღიმილი დაბრუნდა
06-04-2015
სანდრას სახეზე ღიმილი დაბრუნდა
მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის წინ სანდრა ბალოკი ტელეწამყვან ჯესი ჯეიმსს გაეყარა, მის სახეზე პირველად გაჩნდა ღიმილი - ამის მიზეზი 50 წლის კომიკოსი მსახიობი მაიკლ მაკდონალდია, თუმცა, კომიკოსობა არაფერ შუაშია... ჯესი ჯეიმსთან ერთად სუპერვარსკვლავმა 5 წელი იცხოვრა. მაგრამ როცა მეუღლეს სთხოვა, ეშვილათ  შავკანიანი ბიჭუნა ლუისი, მათი ურთიერთობა გაცივდა. ისიც გაირკვა, რომ ქმარი მას გამუდმებით ღალატობდა სხვადასხვა მოდელთან და მსახიობთან. როცა ეს ამბავი გამოაშკარავდა, სანდრა სირცხვილით სახლიდან გამოსვლას ერიდებოდა. მისთვის ამ
მძიმე პერიოდში კომედიური ფილმის "პოლიციელები კაბებში" გადაღებებზე მაიკლ მაკდონალდს დაუახლოვდა. "ჯერ ძალიან ადრეა ჩვენს მომავალზე ლაპარაკი. მაგრამ ვხედავ, როგორ ექცევა მაიკლი ჩემს შვილს, რომელიც ჩემთვის ყველაფერია და არ გამოვრიცხავ, ჩვენ ერთი ოჯახი გავხდეთ. არადა, ცოტა ხნის წინ ვთვლიდი, რომ ჩემს გულში მამაკაცისთვის ადგილი აღარასდროს იქნებოდა",
- აღიარა ახლახან სუპერვარსკვლავმა. მისი ძველი მეგობარი ჯორჯ კლუნი კი აღნიშნავს, რომ თუმცა სანდრა მაიკლთან ერთად ბედნიერია, ქორწინება მეტად რთული რამ ყოფილა და მოვლენების დაჩქარება საჭირო არ არის.  





მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით