თამაში პრეზიდენტთან - კვირის პალიტრა

თამაში პრეზიდენტთან

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, დანიელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ, რომელიც ამჟამად ქალთა რეიტინგის ათეულში მე-5 პოზიციას იკავებს, ბარაკ ობამას ჩოგბურთი ეთამაშა. სილამაზით გამორჩეული ელიტური ჩოგბურთელის მატჩი ამერიკის პრეზიდენტთან თეთრი სახლის ეზოში გაიმართა და საკმაოდ ბევრი მაყურებელი ჰყავდა. ტურნირის მოთავე გახლდათ პირველი ლედი მიშელ ობამა. მასში ასევე მონაწილეობდნენ ახალგაზრდა ამერიკელი ჩოგბურთელები: ჰოლანდიური წარმოშობის კოკო ვანდევეგე, ჰაიტური წარმომავლობის ვიქტორია დიუვალი და "ტორნადოდ" წოდებული ალისია ბლეკი. ბუნებრივია, საზოგადოების ყურადღება ვოზნიაცკისკენ იყო მიპყრობილი, რომელსაც კარიერის მანძილზე 23 ტიტული აქვს მოპოვებული. "ძალიან მომეწონა მატჩი, გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო!" - დაწერა ტვიტერის საკუთარ გვერდზე კაროლინმა. პრესა კი აღნიშნავს, - ოფიციალური ფოტოებიდან გამომდინარე, ჩანს, რომ მარცხის მიუხედავად, ბატონ პრეზიდენტსაც ძალიან მოეწონა... მატჩიო...”