სიყვარულში - 10-იანი! - კვირის პალიტრა

სიყვარულში - 10-იანი!

ერთ-ერთ ამერიკულ ტელეარხზე გადის სერიალი გამოგონილი ბრიტანული სამეფო დინასტიის შესახებ. დედოფალ ელენის როლს თამაშობს 49 წლის სუპერვარსკვლავი ლიზ ჰერლი, რომელიც დღესაც ძალიან სექსუალურია... ახლახან სერიალის მთავარმა გმირმა პოპულარულ ტოქშოუში ახსნა, თუ რა რთული როლი ერგო, რა ურთიერთობები აქვს დედოფალს გამოგონილი ოჯახის წევრებთან. თუმცა, წამყვანი და საზოგადოება პოპულარული მსახიობის ჰიუ გრანტთან 13-წლიანი ურთიერთობით უფრო დაინტერესდა. "ჩვენ იმიტომ დავშორდით, რომ ჰიუ მოსაწყენი მამაკაცია, მუდამ იღრინება. ამდენ ხანს კი მასთან იმიტომ გავძელი, რომ ის შესანიშნავია საყვარელია. ამ საქმეში მას 10-ბალიანი სისტემით 10-იანს ვუწერ", - განაცხადა მსახიობმა. ყვითელი პრესა ირონიულად წერს, - სექსუალურ სუპერვარსკვლავს ეს ნამდვილად დაეჯერებაო.