ეძებე ქმარი
20-04-2015
ეძებე ქმარი
მინიატიურული ლამაზმანი - ავსტრალიელი მომღერალი კაილი მინოუგი მამაკაცების უყურადღებობას არასდროს უჩიოდა, თუმცა, მისი მრავალრიცხოვანი რომანებიდან არც ერთი არ დასრულებულა მენდელსონის მარშით. "ძნელი ყოფილა საჭირო მამაკაცის პოვნა, - ახლახან განუცხადა ავსტრალიის რადიოს 46 წლის სუპერვარსკვლავმა - "არ ვთვლი, რომ სიყვარულში უბედური ვარ, ოღონდ ჯერჯერობით ვერ ვნახე ის ერთადერთი". ქმრის პოვნის იმედი კაილის ჯერ არ გადასწურვია, თუმცა, აღარ სჯერა, რომ ბავშვის გაჩენას შეძლებს. მისი საყვარლები იყვნენ როკვარსკვლავები: მაიკ ჰატჩენსი და ლენი კრავიცი,
მსახიობები: ჯეისონ დონოვანი და ოლივიე მარტინესი, მოდელები: ჯეიმს გუდინგი და ანდრეს ველასკო. ზოგ მათგანთან ნიშნობაც შედგა, მაგრამ ამას ქორწინება აღარ მოჰყოლია.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით