სიკვდილი... ამერიკისთვის?! - კვირის პალიტრა

სიკვდილი... ამერიკისთვის?!

ამერიკულ ბომონდში სკანდალია - ტაბლოიდ "უორდ ნიუს დეილი რიპორტის" მტკიცებით, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტმა სიკვდილის წინ მერილინ მონროს მკვლელობა აღიარა! ექსაგენტმა, 78 წლის ნორმან ჰოჯესმა, რომელიც ნორფოლკის კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს, განაცხადა, რომ მერილინი ხელმძღვანელობის ბრძანებით მოკლა. მომაკვდავმა ისიც თქვა, რომ ბრძანებით 37 მკვლელობა აქვს ჩადენილი. მერილინის მოკვლის მიზეზი გახდა მისი კავშირი კუბის ლიდერ ფიდელ კასტროსთან. "ჩვენ გვქონდა მტკიცებულებები, რომ კენედის გარდა, მონრო კუბის ლიდერის საყვარელიც იყო. ჩემმა უფროსმა, ჯიმი ჰეივორთმა მითხრა, რომ ის უნდა მომკვდარიყო და მისი სიკვდილი თვითმკვლელობას, ან დოზის გადაჭარბებას უნდა მგვანებოდა. ქალი არასდროს მომიკლავს, მერილინი იყო ერთადერთი... მე დავალება შევასრულე ამერიკისთვის, რადგან მას შეეძლო, კომუნისტებისთვის გადაეცა სტრატეგიული ინფორმაცია. მე ქვეყნის წინაშე ვალი მოვიხადე და გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა"”, - განაცხადა ყოფილმა აგენტმა. ოფიციალური უწყებები კომენტარს არ აკეთებენ.