პრესტიჟულმა ჟურნალმა - People-მ 2015 წლის მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალები დაასახელა. 192 პრეტენდენტისგან პლანეტის ულამაზესი ქალების ტოპათეულის სათავეში აღმოჩნდა 50 წლის ოსკაროსანი სუპერვარსკვლავი სანდრა ბალოკი, რომელმაც ნორჩ კონკურენტებს გაასწრო!გამოცემის ტოპათეული კი ასეთია: 1. სანდრა ბალოკი; 2. ჯიჯი ჰადიდი; 3. ტარაჯი ჰენსონი; 4. მეგან ტრეინორი; 5. ლავერნა კოქსი; 6. ჯენა დუანი; 7. შეი მითჩელი; 8. გაბრიელ იუნიონი; 9. არიანა გრანდე; 10. ვანესა ჰაჯენსი.თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სანდრა წელს ყველაზე მაღალანაზღაურებად ჰოლივუდის ვარსკვლავებშიც მოხვდა, გამოდის, 2015 წელი მისთვის იღბლიანი გამოდგა.პრესტიჟული ჟურნალის ბოლო წლების გამარჯვებულები იყვნენ: ლუპიტა ნიონგო (2014), გვინეტ პელტროუ (2013), ბეიონსე (2012), ჯენიფერ ლოპესი (2011).სხვათა შორის, ახლახან სანდრამ ისიც განაცხადა, რომ მისი შეყვარებული მის შვილთან ძალიან ახლოს არის და შესაძლოა, 2015 წელს ოჯახიც შექმნას...