სანდრას წელი
27-04-2015
სანდრას წელი
პრესტიჟულმა ჟურნალმა - People-მ 2015 წლის მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალები დაასახელა. 192 პრეტენდენტისგან პლანეტის ულამაზესი ქალების ტოპათეულის სათავეში აღმოჩნდა 50 წლის ოსკაროსანი სუპერვარსკვლავი სანდრა ბალოკი, რომელმაც ნორჩ კონკურენტებს გაასწრო!

გამოცემის ტოპათეული კი ასეთია: 1. სანდრა ბალოკი; 2. ჯიჯი ჰადიდი; 3. ტარაჯი ჰენსონი; 4. მეგან ტრეინორი; 5. ლავერნა კოქსი; 6. ჯენა დუანი; 7. შეი მითჩელი; 8. გაბრიელ იუნიონი; 9. არიანა გრანდე; 10. ვანესა ჰაჯენსი.
თუ იმასაც გავითვალი­სწინებთ, რომ სანდრა წელს ყველაზე
მაღალანაზღაურებად ჰოლივუდის ვარსკვლავებშიც მოხვდა, გამოდის, 2015 წელი მისთვის იღბ­ლ­­იანი გამოდგა.
პრესტიჟული ჟურნალის ბოლო წლების გამარჯვებულები იყვნენ: ლუპიტა ნიონგო (2014), გვინეტ პელტროუ (2013), ბეიონსე (2012), ჯენიფერ ლოპესი (2011).

სხვათა შორის, ახლახან სანდრამ ისიც განაცხადა, რომ მისი შეყვარებული მის შვილთან ძალიან ახლოს არის და შესაძლოა, 2015 წელს
ოჯახიც შექმნას...
რუსკა
08 ივნისი 2015 16:10
მარტო ამერიკელებს კი არა მსოფლიოს წამყვან დიზაინერებს ისეთი მახინჯი მოდელები ყავთ რომ სირცხვილია მათ მოდელები უწოდო, ადრე 20-30 წლის წინ ვინც მახინჯებად ითვლებოდნენ ეხლა ეგეთებს ლამაზებს უწოდებენ და რა არის ეს თუ არა გემოვნების დეგრადაცია? სოფი ლორენი, კლაუდია კარდინალე და სხვები მიუხედავად ასაკისა ხომ მაინც ლამაზ ქალბატონებად ითვლებიან? და აბა ზოგ სიმახინჯეებს რომლებსაც მოდელებს უწოდებენ რატომ აფეტიშებენ? გავლენიანი პატრონაჟის და ფულის გამო? გავა კიდევ 20-30 წელი და ახალი თაობა დაგვცინებს რა მახინჯი გემოვნება გქონიათ ადრეო.
.
03 მაისი 2015 21:37
ჩემი საყვარელი მსახიობი და უჭკვიანესი ხელოვანია... სანდრა საოცრად მომხიბვლელი და ლამაზია!...
kiku
28 აპრილი 2015 11:07
ბოჟე მოი - ესაა ჩემი კომენტარი! სანდრა თუ ლამაზია, მონიკა ბელუჩისთვის აბა ზედსართავი სახელი აღარ მოიძებნება შესაფასებლად! უცნაური ესთეტიკა აქვთ ამ ამერიკელებს!

რედაქტორის რჩევით