ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს?!
27-04-2015
ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს?!
ერთი წლის წინ ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მყარი ვარსკვლავური ოჯახის დაშლამ გულშემატკ­ივრები გააოგნა: 19-წლიანი ქორწინების შემდეგ მელანი გრიფიტი და ანტონიო ბანდერასი გაიყა­რნენ. სუპერვარსკვლავებმა მაშინ ბევრი მიზეზი დაასახელეს, თუმცა, ტაბლოიდები ერთხმად ამბობდნენ, რომ განშორების მიზეზი მელანის ეჭვიანობა გახდა. გრიფიტი დარწმუნებული იყო, რომ მიმზიდველი ანტონიო უსათუოდ გაცვლიდა მას ახალგაზრდა მეტოქეზე. ამის გამო ოჯახში გამუდმებით კამათობდნენ, მელანის ხანგრძლივი დეპრესია ემართებოდა. ბოლოს და ბოლოს, ანტ­ონიომ ვეღარ გაუძლო... ახლახან კი სატელევიზიო ინტერვიუში საჯაროდ მოჰყვა, თუ როგორი
გრძნობები აქვს ყოფილი მეუღლის მიმართ: `ასე ხდება ხოლმე. მელანისთან განშორება ჩემთვის ძნელი იყო, მით უმეტეს, ამდენი ხნის ურთიერთობის შემდეგ. უბრალოდ, სტატუსი შევიც­ვალეთ, თორემ ორივეს ყველაფერი კარგად გვაქვს - წინანდებურად ძალიან მიყვარს მელანი და შესანიშნავი ურთიერთობაც გვაქვს!"

არადა, ამჟამად ანტონიო ჰოლანდიელ ქალბატონ ნიკოლ კემპელს ხვდება. ცოტა
ხნის წინ ბანდერასმა ის ოჯახს გააცნო. ახლობლებმაც მოუწონეს არჩევანი. მსახიობი საცხოვრებლად ლონდონში აპირებს გადასვლას და სურს, აქტიურად ჩაერთოს თავისი ქალიშვილის, სტელას აღზრდაში, რომელიც სრულწლოვანი ახლახან გახდა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით