"თავი 16 წლისა მგონია" - კვირის პალიტრა

"თავი 16 წლისა მგონია"

ახლახან შარლიზ ტერონმა ინტერვიუში თქვა, - ბედნიერი ვარ და ძალიან გამიმართლა, რომ შონ პენის გვერდით ვარო: "ვტკბები იმით, რაც ამჟამად მაქვს და დღევანდელი დღით ვცხოვრობ. ძალიან, ძალიან, ძალიან მიხარია. ის ძალიან სექსუალურია. არ ვიცი, შეიძლება თუ არა ამის თქმა ინტერვიუში, მაგრამ მაინც ვიტყვი: სადაცაა, 40 წლის გავხდები და 16 წლის გოგოსავით ვიქცევი. სულ ხელიხელჩაკიდებული დავდივართ... როდესაც შეხვედრა დავიწყეთ, გაოცებულები ერთმანეთს გამოვუტყდით - გვეგონა, ვიცნობდით ცხოვრებას და მოულოდნელად ორივე მივხვდით, რომ თურმე ბევრი არაფერი გვცოდნია", - განაცხადა სუპერვარსკვლავმა.

მზეთუნახავის აღიარებით, მას და შონს სიყვარული 20-წლიანი მეგობრობის შემდეგ  მოულოდნელად დაატყდათ თავს.