"ოკუპირებული ქალაქის მცველი" - რას წერს ირაკლი ალასანია მამაზე - კვირის პალიტრა

"ოკუპირებული ქალაქის მცველი" - რას წერს ირაკლი ალასანია მამაზე

თავდაცვის ექსმმინისტრი, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანია "ფესიბუქის" გვერდზე მამის სურათს და შემდგი შინაარსის ჩანაწერს აქვეყნებს:

"დღეს, 6 მაისს, გიორგობას, არის მამაჩემის, მამია ალასანიას დაბადების დღე. 1993 წელს ჭუბერის გზით ჩემთან ერთად არ წამოვიდა, დარჩა სოხუმის ერთერთ უკანასკნელ მცველად. ბევრი წლის მერე, გადმოსვენების შესაძლებლობა რომ გაჩნდა, ვიგრძენი, ხელი არ უნდა მეხლო. ის ჯერ კიდევ იქ უნდა იყოს ოკუპირებული ქალაქის მცველად. დღე არ გასულა, რომ მისგან გამხნევება და სიმტკიცე არ მეგრძნო. მეამაყება რომ მისი სისხლი და ხორცი ვარ. გიორგობას ვულოცავ სამშობლოს ყველა მცველის ოჯახებს და მთელ საქართველოს."