"პატიოსანი" შიშვლები... - კვირის პალიტრა

"პატიოსანი" შიშვლები...

7 თებერვალს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა - ასეთი "ხალხმრავლობა" კი სკანდალური ფემინისტური მოძრაობის,  FEMEN-ის გარეშე, აბა,

როგორ ჩაივლიდა: დილის 9 საათზე, კიევის მე-20 საარჩევნო უბანში, სადაც ცოტა მოგვიანებით თავად იანუკოვიჩმა მისცა ხმა, მოძრაობის რამდენიმე აქტივისტი წელზევით გაშიშვლდა... რასაკვირველია, მათ ხელში პლაკატებიც ეჭირათ - ძირითადად "პატიოსანი არჩევნების" მოთხოვნით - სიშიშვლე ხომ "პატიოსნების არგუმენტია!"